თამუნა ჭაბაშვილი – ვიზუალური ხელოვანი

სახელოვნებო პრაქტიკა არქივებისა და ნაკვალევის საკითხებს უკავშირდება. ხშირად, მის პროექტებში ქსოვილი ქსელის ფუნქციას ასრულებს. ის ქსოვილს იყენებს იმისათვის, რომ პერსონალური პერსპექტივიდან აღნიშნოს გარკვეული მოვლენის ნაკვალევი, ის აქციოს დროებით პლატფორმად ან სივრცედ, რომელიც გადმოსცემს ადამიანის ისტორიას და ეწინააღმდეგება მის გაქრობას.
რუკა, ხმა, კარავი, მოსასხამი. ოთახში არსებული ელემენტები, სინამდვილეში, დროებითი განთავსების, დამკვიდრების, თავდაცვის ერთგვარი საშუალებებია: სახლისგან შორს, მით უმეტეს ახალ, უცნობ ტერიტორიაზე სახლის შექმნის გზები.

გაზიარება